გიგი უგულავას განცხადებას ოპოზიციამ კიდევ ერთი ბრიფინგით უპასუხა. ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" - საპრეზიდენტოს კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ იმ ადამიანების ვინაობა დააკონკრეტა, რომლებმაც კოალიციაში „ევროპული საქართველოდან“ გადაინაცვლეს. გიორგი ვაშაძის თქმით, მათმა ნაწილმა სხვადასხვა დროს დატოვა პარტია და ამჯერად პოლიტიკური არჩევანი "ძალა ერთობაშიას" სასარგებლოდ გააკეთეს.