"ევროპული საქართველოს" ლიდერებს გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ.
"ევროპული საქართველოს" პრესსამსახურში აცხადებენ, რომ უგულავასა და გაბაშვილზე თავდასხმა აეროპორტში განხორციელდა. მათივე ინფორმაციით პარტიის ლიდერებთან უცნობი პირი მიიჭრა და ფიზიკური შერაცხყოფა მიაყენა. ამ დროისთვის გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.