„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მსჯავრდებულმა გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.
აღნიშნულის შესახებ პალიტრანიუსს გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა. როგორც ბასილაია განმარტავს, უგულავამ პრეზიდენტს განცხადებით გუშინ მიმართა.
„მივართეთ საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენების შუამდგომლობით, რათა მან გაათავისუფლოს გიგი უგულავა საპატიმრო დაწესებულებიდან“, - განაცხადა ბასილაიამ.