“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, თბილისში, სადაც ეპიდემიის ყველაზე დიდი კერაა, სტუდენტების ჩაყვანა და შემდეგ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, ხელისუფლების მორიგი მავნებლობა და თაღლითობაა.
როგორც უგულავამ განაცხადა, ეს პირდაპირ არჩევნებს უკავშირდება, რადგან ახალგაზრდები ხელისუფლებას მხარს არ უჭერენ.
უგულავა დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდები 31 ოქტომბერს თავის რეგისტრაციის ადგილას დაბრუნდებიან და არჩევნებზე ოპოზიციას მისცემენ ხმას. უგულავას შეფასებით, ეს ფაქტი ხელისუფლების მხრიდან თაღლითობა და მავნებლობაა.
შეგახსენებთ, დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება, სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები კი, დისტანციურად გაგრძელდება.