"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თბილისში, 6 მაჟორიტარული ოლქის დათმობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და მას დადებითად აფასებს. უგულავა არ აკონკრეტებს, თუ სად შეიძლება შეიძლება იყაროს მან კენჭი, თუმცა აცხადებს, რომ ეს თბილისი არ იქნება. თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ ახლა მთავარია კონსულტაციები გაგრძელდეს და ოპოზიცია, თბილისის გარდა სხვა დიდ ქალაქებზეც შეჯერდეს.