შეუძლიათ დეპუტატებს შეუწყვიტონ უფლებამოსილება და გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი, შესაბამისად, ორი ალუბალივით ედებათ ინჯია და ელისაშვილი“,- ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ ერთი კვირა რჩება, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწყვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ. უგულავას თქმით, ოპოზიციის უმრავლესობა ჩამოყალიბებულია, რომ ეს პარლამენტი არის „ერთპარტიული და მიტაცებული“.