თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების საქმეზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა გამოიკითხა. პროკურატურა ასევე ითხოვს ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას. გასულ კვირას კი ასევე სასამართლოში გამოძიების კითხვებს გია ბარამიძემ უპასუხა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შუამდგომლობით სასამართლოს იმის გამო მიმართეს, რომ სამივე პირი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლაზე უარს ამბობს.