"ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" საქართველოს პრეზიდენტის ბოლო პერიოდის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას "გასაკოჭი", ეყოლება ოღონდ ლინგვისტური თვალსაზრისით, რომ ასეთი სისულელეები არ ილაპარაკოს, მისივე თქმით სალომე ზურაბიშვილი არის ქვეყნის სირცხვილი და მომდევნო 6 წლის განმავლობაში ქვეყანას "ამ სირცხვილის ატანა" მოუწევს. უგულავას შეფასებით, სალომე ზურაბშვილმა ტკბილი სიბერე მოიწყო და მას ქვეყანაზე არაფერი აინტერესებს.