"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ინფორმაციით, 21 იანვარს საქართველოს 36 რაიონის 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა და ათობით კილომეტრის გავლა სკოლამდე ფეხით მოუწია. როგორც უგულავამ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, ამის მიზეზი პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის "გაუაზრებელი გადაწყვეტილება გახდა", რომლის მიხედვითაც, რაიონებს სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა ჩამოერთვათ."ევროპული საქართველო" მოითხოვს, დაუყოვნებლივ დადგეს შესყიდვების სააგენტოს შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებსაც ევალებოდათ პრობლემის დროულად მოწესრიგება და გაუქმდეს პრემიერ ბახტაძის "მავნებლური და არაკომპეტენტური გადაწყვეტილება". გიგი უგულავას განცხადებით, მთავრობამ უნდა იზრუნოს, რაიონებში მოამზადოს კადრები, რომლებიც ადგილზე უფრო ეფექტურად და ოპერატიულად შეძლებენ ამ ტიპის პრობლემების გადაწყვეტას.