"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. მისი შეფასებით, რაც უფრო დიდი ხანი გაწელავს ივანიშვილი და არ გადააყენებს გახარიას, ეს გაწელილი ზამბარა მით უფრო მტკივნეულად მოხვდება ცხვირში "ქართულ ოცნებას". ამასთან, უგულავას განცხადებით, სანამ გახარია თანამდებობაზე იქნება, სანამ ივანიშვილი მართავს პროკურტურასა და მართლმსაჯულების სისტემას, ისინი სიმართლეს ვერ იპოვიან.