"ევროპულმა საქართველომ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ხომულის თემში შუალედურ არჩევნებში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაურ ქაშიბაძე წარადგინა. პარტიის ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყანაში ცვლილებების დროა, თუმცა ეს „მშვიდობიანად უნდა მოხდეს“. მისივე თქმით, ლპობის სუნი და გემო ამ ქვეყანაში მოდის ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლიდან! გიგი უგულავას განცხადებით, ქვეყანაში ცვლილებების ეპოქა დადგა.