„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მეუფე იაკობის განცხადებას გამოეხმაურა. უგულაავს თქმთ, სახეზე გვაქვს ის, რომ ხელისუფლება ცდილობდა ეკლესიის საქმეებში ჩარევას, რაც პირდაპირ კონსტიტუციის დარღვევაა, ამასთან, უგულავამ თხოვნით მიმართა მეუფე იაკობს, რომ მივიდეს პარლამენტში და ისაუბროს ყველაფერზე რაც საზოგაოდებამ უნდა იცოდეს. ცნობისთვის, მეუფე იაკობმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ , გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური მას პატრიარქის გადაყენებას და მის ნაცვლად მეუფე შიოს დანიშვნას სთავაზობდნენ.