მე რომ სადმე გაქცევა მდომებოდა 8 წლის განმავლობაში გავიქცეოდი “,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. როგორ უგულავა აცხადებს, საზღვრის გადაკვეთა მან ტექნიკური პრობლემის გამო ვერ შეძლო. მისი სახელი და გვარი ბაზიდან არ ამოუღიათ, რაც „ჩვეულებრივი უთავბოლობაა“. მან პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.