ბატონი ვოლსკი ცეკას ინსტრუქტორია დღემდე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც მან „ევროპული საქართველოს“ მიერ პარლამენტში წარმოდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეფასებაზე ისაუბრა.უგულავას თქმით, დადებითადაა შესაფასებელი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა საერთაშორისო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამო, თუმცა გაკვირვებას იწვევს ის, რომ საქართველოში განხორციელებული ქმედებების გამო მოსკოვისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია.„ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო“ მაგათზეა ნათქვამი. გუშინ ძალიან დამამცირებელი არგუმენტი მოიყვანა ბატონმა ვოლსკიმ. მართლა ცეკას ინსტრუქტორია დღემდე. სხვათაშორის, მათ გუნდში უზით ადამიანი, რომელიც რკინიგზას კეტავდა - რუსეთს დავაზარალებო, ოღონდ სამტრედიაში კეტავდა. ეს სიბრიყვე იყო. ძიძიგურზე ვამბობ, იმიტომ, რომ სამტრედიაში გადაკეტვით საკუთარ ქვეყანას დააზიანებდა და არა რუსეთს,“- განაცხადა გიგი უგულავამ.ცნობისთვის, „ევროპულმა საქართველომ“ მოამზადა დადგენილების პროექტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას გულისხმობს.