ძალიან დიდი და საგანგაშო მაჩვენებელია, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.როგორც უგულავამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრის იმედი აღარ აქვთ, რომ ვითარებაში, რაშიც ვიმყოფებით, შეიძლება რაიმე სასიკეთო მოხდეს.„საგანგაშო მაჩვენებელია პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, რადგან სოციოლოგიაში ამას country direction-ს ეძახიან, ანუ ქვეყნის განვითარების მიმართულება. როგორც წესი, ეს კორელაციაშია იმ მომენტში მმართველი გუნდის მხარდაჭერასთან, ამიტომ საინტერესო ამ თვალსაზრისით არის, რამდენი პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. მე რამდენადაც ვიცი, 18%-ია, 30% თვლის, რომ არ იცვლება, ეს არის ის კატეგორია, რომელიც არჩევნებამდე გადაუწყვეტელია, ამიტომ 18% არის დღეს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ბაზა. მე არ ვამბობ, რომ რეიტინგია 18%, შეიძლება მეტი იყოს, როცა ალოკაცია გაკეთდება, მაგრამ ეს არის ბაზა და ხელისუფლებისთვის ბაზისთვის, ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი“, - აცხადებს გიგი უგულავა.რაც შეეხება 30%-ს, უგულავას თქმით, როცა ეს ადამიანები ამბობენ, რომ ქვეყანა არ იცვლება, არც ეს მაჩვენებელია პოზიტიური ხელისუფლებისთვის.