„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის უმრავლესობა თანახმაა შს მინისტრი გადადგეს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამის შესახებ უგულავამ პალიტრა ნიუსის გადაცემაში 360 გრადუსი განაცხადა. მისი თქმით უმარვლესობის წევრები ტელეკამერებთან სხვა პოზიციას აფიქსირებენ თუმცა კამერების მიღმა ამბობენ იმას რასაც ფიქრობენ გახარიასთან დაკავშირებით.