გიგი უგულავა - ასეთ პირობებში "ნამახვანჰესი" ვერ აშენდება! - Palitra News

გიგი უგულავა - ასეთ პირობებში "ნამახვანჰესი" ვერ აშენდება!

2021-04-15 12:04:57+04:00

ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ახლა რა სიტუაციაც გვაქვს, „ნამახვანჰესი“ არ აშენდება.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას კომპანია და სახელმწიფო არა სპეცრაზმის, გაზის ან წყლის ჭავლის ენით, არამედ, ჩვეულებრივი, ადამიანური ენით ელაპარაკოს და შეთანხმებას მიაღწიოს.