გიგი უგულავა - არჩევნები ივანიშვილის სახლში მშვიდობიანად გასტუმრებისთვის უნდა გამოვიყენოთ - Palitra News

გიგი უგულავა - არჩევნები ივანიშვილის სახლში მშვიდობიანად გასტუმრებისთვის უნდა გამოვიყენოთ

2019-04-12 12:04:51+04:00

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა ოზურგეთში მოსახლეობას შეხვდა. უგულავამ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად მოსახლეობისგან მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონის, მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული საკითხების, კორუფცისა და ნეპოტიზმთან დაკავშირებულ პრობლემებზე მოისმინა. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში ცვლილებების დრო მოვიდა და თითოეული არჩევნები ივანიშვილის სახლში მშვიდობიანად გასტუმრებისთვის უნდა იქნას გამოყენებული.