"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა გიორგი გახარიასადმი სენატორ როჯერ ვიკერის გამოგზავნილი წერილი შეაფასა. წერეთელის თქმით, როდესაც ვიკერის მსგავსი გავლენის მქონე სენატორი ამბობს, რომ თუკი არ იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება და გადადგმული არ იქნება გარკვეული ნაბიჯები, მაშინ შესაძლებელია მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობა დადგეს საფრთხის ქვეშ, ეს არის შემაშფოთებელი განცხადება. მისივე თქმით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ჯერ კიდევ არსებობს სიტუაციის გამოსწორების დრო.