"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთელის განცხადებით, ნიკა მელიასთან და პარტნიორებთან ერთად უნდა განიხილონ როგორ ესახებათ სამომავლო მერის არჩევნები თბილისში. მისი თქმით, 2021 წლის არჩევნები განსაზღვრავს სამომავლოდ პოლიტიკურ პროცესებს და შესაბამისად, მათი მიდგომრები უნდა იყოს პრაგმატული და კარგად გათვლილი.
როგორც გიგი წერეთელი აღნიშნავს, მოლაპარაკებების პროცესი რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს.