"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთელის განცხადებით, ნიკა მელიას საქმე ტყვეთა გაცვლის პროცედურას დაემსგავსა, როდესაც თითოეულ დღეზე და საათზეც კი ვაჭრობა მიდის. მისი თქმით, როდესაც ევროკავშირმა გირაო შეიტანა ამით დადასტურდა, რომ ნიკა მელია პოლიტპატიმარია. მისივე თქმით, ნიკა მელია ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხეა ხელისუფლებისთვის, შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ, რომ მისი გათავისუფლების პროცესი გაწელონ.
გიგი წერეთლმა თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და მისი განცხადებით, იქნება თუ არა ნიკა მელია ოპოზიციის მერობის ერთიანი კანდიდატი, ჯერ უცნობია და ამაზე მსჯელობა უნდა წარიმართოს.