საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს საბოლოო დასკვნას, ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი გამოეხმაურა. მისი თქმით ეუთო-ს საბოლოო დასკვნა უნდა იყოს სახელმძღვანელო პრინციპები ხელისუფლებისთვის, რადგან შემდეგი არჩევნებისთვის საქართველოს რეპუტაციას არ მიადგეს ჩრდილი. საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთო-ს საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია,რომ საარჩევნო კანონმდებლობის ყოვლისმომცველი გადახედვა უნდა მოხდეს, რათა აღმოფხვრილი იყოს ხარვეზები.