„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" შეაფასა პარლამენტში შესვლის თაობაზე “ევროპული საქართველოს“ ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, ბაქრაძე პოლიტიკური ლიდერია და თავისი წილი ცოდვები აქვს, შესაბამისად მისი პერსონის მიმართ კრიტიკაც არსებობს.