"ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი წერეთელი კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ის საქართველოში უიმედობის განცდით არ ჩამოვიდოდა და როგორც ჩანს, გარკვეული შეთავაზეზები მასაც აქვს.
წერეთლის თქმით, თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგება, არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება. როგორც წერეთელმა აღნიშნა, ოპოზიციურ სპექტრში არის განწყობა იმისა, რომ შეთანხმება მოხდეს. მისი თქმით, ახლა სიტყვა არის ხელისუფლებაზე.
ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინფორმაციით, მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ კვირის ბოლოს ჩამოვა. ამის შესახებ მიშელმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაწერა.