09:37
23 სექტემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
გიგანტურმა კორპორაცია Apple-მა მსოფლიოს სამი ახალი iPhone წარუდგინა
12-09-2019

მსოფლიო გიგანტურმა კორპორაცია Apple-მა 10 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე სამი ახალი iPhone - iPhone 11, iPhone 11 Pro, iPhone 11 Pro Max წარადგინა.

iPhone 11 - iPhone XR-ის ხაზის შემდეგი მოდელია, რომელიც Apple-ის ყველაზე პოპულარულ სმარტფონად ითვლება. ახალ iPhone 11-ს ორი 12 მეგაპიქსელიანი კამერა აქვს, ახალი კამერა 4K ვიდეოს გადაღების საშუალებას იძლევა. iPhone 11-ის კორპუსი მეტალით და საავიაციო შუშით არის დაფარული, მომხმარებელს კი საშუალება ექნება შავი, თეთრი, წითელი, იასამნისფერი, მწვანე და ყვითელი ფერიდან თავისთვის სასურველი ფერის iPhone 11 აარჩიოს.
ახალი iPhone-ის გამოსვლა თბილისშიც აღინიშნა.

Apple-ის ოფიციალურმა პარტნიორმა "აიპლიუსმა" თანაშრომლებს, პარტნიორებს, ცნობილ სახეებს და ეფლომანებს სასტუმრო "ბილტმორში" უმასპინძლა, სადაც მოწვეულ სტუმრებს სხვადასხვა ტიპის საჩუქრებთან ერთად გათამაშებაში ჩართვის საშუალება მიეცათ.

სამი კამერა iPhone-ისთვის სიახლეა - სამ კამერიან ფლაგმანებს ერთდროულად წინა და მთავარი კამერით გადაღება შეუძლიათ. ფლაგმანები iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max განკუთვნილია პროფესიონალური ფოტო და ვიდეო გადაღებებისთვის. გაუმჯობესებულია ფლაგმანების ეკრანი. iPhone 11 Pro და iPhone 11 Pro Max-ს XDR-ის მხარდაჭერაც აქვს. ახლი iPhone-ები ბოლო თაობის A13 Bionic პროცესორზე იმუშავებს.

პრეზენტაციაზე ახალ iPhone-თან ერთად iPad და Apple Watch-იც წარადგინეს.

"Apple"-ის სექტემბრის ღონისძიება ტექნოლოგიის სფეროში უმნიშვნელოვანესია. ახალი iPhone-ის გაყიდვებს "აიპლიუსი" საქართველოში 22 სექტემბრიდან დაიწყებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები