ტაილანდელმა ვეტერინარებმა გიგანტური ზღვის კუ გაკვეთეს, რომელსაც კუჭიდან 915 ცალი მონეტა ამოუღეს. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ქვეწარმავალი ჩონბურის პროვინციის ზოოპარკის ბინადარია. 25 წლის კუს სანახავად ასობით ადამიანი დადის. რომლებიც აუზში ხურდებს ყრიან. აღნიშნული ტრადიციის თანახმად, ტურისტები ტაილანდში აუცილებლად დაბრუნდებიან. ცოტა ხნის წინ, ზოოპარკის ადმინისტრაციამ შენიშნა, რომ კუს ცურვა უჭირდა. რენტგენის შემდეგ გაირკვა, რომ მას მუცელი სავსე ჰქონდა მონეტებით.