გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის ინტერპოლით ძებნილთა სიაში შეყვანის ფაქტს დაგვიანებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ცოტა ადრე რომ ყოფილიყო მიღებული, შესაძლოა, შედეგი უკვე მიღწეულიყო. რაშიდ კანჯი-ოღლი ინტერპოლით ძებნილთა სიაში 17 მარტს შეიყვანეს.