გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია ითხოვს, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის ძებნაში ინტერპოლი ჩაერთოს, ამის შესახებ მან "მოამბესთან" ინტერვიუში განაცხადა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს რაშიდ კანჯი-ოღლის სასჯელი დაუმძიმა და 12-ის ნაცვლად, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ გიგა ოთხოზოროას ოჯახის წევრები და მათ სწორედ სასამართლოში შეიტყვეს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ.
ჯულიეტა ჭანტურია სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არ არის, თუმცა ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მთავარია, თავისი შვილის მკვლელი დაისაჯოს და სასჯელი მოიხადოს.