31 წლის MMA მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეორე ბრძოლა გამართა და მეორე გამარჯვება ამერიკელი ჯამალ ემერსის წინააღმდეგ იზეიმა. ბრძოლა UFC 248-ის ფარგლებში კალიფორნიაშიაში, ლას ვეგასში გაიმართა და ქართველმა მეტოქე 3-რაუნდიანი პაექრობის შემდეგ დაამარცხა.
ჭიკაძისათვის აღნიშნული ბრძოლა კარიერაში მე-10 იყო. გიგამ აღნიშნული ბრძოლებიდან 8-ში გაიმარჯვა და 2-ში დამარცხდა.