"ევროპულ საქართველოში" ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს ეხმაურებიან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით მელიას დაკავების შემთხვევაში მმართველი პარტია თავის ბედს დრამატულს გახდის, ქვეყანას დააზიანებს და უფრო გააღრმავებს არსებულ ბრაზსა და დაპირისპირებას. ბოკერია ამბობს, რომ მელიას წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკური დაკვეთაა. მისივე თქმით ოპოზიცია გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით აქციებს გეგმავს, თუმცა ნიკა მელიას დაჭერა ოპოზიციის გეგმებში დიდ კორექტივებს შეიტანს.