"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, არჩევნების მეორე ტური ოქროყანაში "უზნეო და უკანონო მეთოდებით" მიმდინარეობს.
როგორც ბოკერიამ ოქროყანაში, 32-ე უბანზე განაცხადა, მმართველი პარტია ამომრჩეველზე მანიპულირებას ცდილობს. მისივე თქმით, ისინი "დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ".
"დაჭერილის ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის, გარემოცვისთვის მაინც ეფექტური ინსტრუმენტია, როცა გეუბნებიან, რომ მიეცი მთავრობის კანდიდატს ხმა, თორემ ციხეში ჩავტოვებთ. ამას აკეთებდა კონკრეტული ჯგუფი", - განაცცხადა ბოკერიამ.