გიგა ბოკერია ვერ ხედავს წინაპირობებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიცია მერობის საერთო კანდიდატზე შეჯერებას შეძლებს. როგორც ბოკერია აცხადებს, შეჯერება თუ მოხდება, კარგი იქნება, მაგრამ ეს პოლიტიკურ კლიმატს ვერ შეცვლის.
ბოკერია გიორგი ვაშაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს, საბაბს ეძებს, თუ რატომ არ უნდა დემოკრატიული ოპოზიციის შიგნით იმ ტიპის თანამშრომლობას შეუწყოს ხელი, რომელიც აუცილებელია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებისთვის.