"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, თუ ხელისუფლება აგრესიულ ნაბიჯს გადადგამს, ეს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" ძალისმიერი მეთოდებით იმოქმედებს, ამით ქვეყანას დააზარალებენ და თავს დაიღუპავენ. მისი თქმით, ეს იქნება მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, მაგრამ დააჩქარებს ხელისუფლების დასასრულს.
გიგა ბოკერიას თქმით, ერთადერთი სწორი გზა დიალოგი, ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური ნიშნით დევნის შეწყვეტა და 8 მარტის შეთანხმების შესრულებაა.