"თითოეული დღე როდესაც საქართველოს ხელისუფლება უკრაინელ ხალხს არ ულოცავს ამ მოვლენას, რომელსაც პირდაპირი გავლენა აქვს საქართველოს მომავალზე, არის ზიანის მომტანი ჩვენი საერთაშორისო პოზიციებისთვის" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.მისი განცხადებით, ეს არ არის მხოლოდ საეკლესიო საკითხი და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამაზე საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსირონ. მისი თქმით, ეკლესიისკენ ხელის გაშვერა არგუმენტად არ გამოდგება.