„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სერგეი ლავროვის განცხადება ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი გზამკვლევი უნდა იყოს - ლავროვი გულწრფელი განცხადებით გვეხმარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.“როცა საქართველოში პოლიტიკური ფიგურა იძახის, რომ მე არც პროდასავლური ვარ, არც - პრორუსული, ვარ - პროქართული და რა განწყობაც “რუსთავი2“-თან დაკავშირებით მტრული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირა, სინამდვილეში არის დაფარულად იმის თქმა, რომ გინდა პროპუტინური იყო. საქართველოში ამის პირდაპირ თქმა არ შეიძლება. ამიტომ იძახი: - არც პროდასავლური მინდა ვიყო, არც - პრორუსი, მე ვერ პროქართული! ამას „ოცნების“ სატელეტები და „ოცნების“ წარმომადგენლები იძახიან. ამას ყოველთვის იტყვის ის, ვინც რეალურად ანტიქართულ საქმეს აკეთებს და ვინც საქართველოს დასავლური სამყაროს ღირსეულ წევრად გახდომას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სტრასბურგის სასამართლოს მიერ “რუსთავი2“-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დამოუკიდებელი პროდასავლური არხი ყოფილიყო, ლავროვმა უპასუხა: “ვფიქრობდი, რომ მნიშვნელოვანი იყო, საქართველოში პროქართული არხი ყოფილიყო“.