დიდი იმედი მაქვს, ეს უდროო ინიციატივა არ იქნება გამოყენებული საბაბად, მაჟორიტარებზე შეთანხმების ჩასაშლელად, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს ინიციატივა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუწყობს ხელს.