“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ საწვავის ფასების მატებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამთავრობო პროპაგანდის საშუალებით ისე წარმოჩინდება სიტუაცია, თითქოს ოპოზიცია საზოგადოებისთვის პრობლემებურ და აქტუალურ თემებზე არ საუბრობს. “ევროპული საქართველოს" ლიდერი გეგმავს ყველა მოქალაქემდე მიიტანოს მარტივი გზავნილი, რომ მათი პრობლემები პირდაპირ არის გამოწვეული ივანიშვილის რეჟიმის გადადგმული ნაბიჯებით.
როგორც ბოკერიამ განაცხადა სოცუალურ პრობლემებთან დაკავშირებით იქამდე ისაუბრებს, სანამ მმართველი პარტია გადადგომის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.