"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პაატა იმნაძესა და ამირან გამყრელიძეს მიმართავს და მოუწოდებს, ისეთივე თანმიმდევრულები და მკაცრები იყვნენ ეკლესიასთან მიმართებაშიც, როგორიც გუშინ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდში პირბადეების დარიგების ფაქტზე იყვნენ.
გიგა ბოკერია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ზუგდიდში გუშინ გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიამ კრიტიკა დამსახურებულად მიიღო. ის წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა შეთქმულებასა და პროვოკაციაზე დაიწყო საუბარი.