გიგა ბოკერიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" გაერთიანება არ იგეგმება.
გიგა ბოკერიას თქმით, "ევროპული საქართველოს" პარტიული საკითხები სააკაშვილთან კომუნიკაციით არ წყდება. მისი თქმით, "ევროპულ საქართველოს" კონკურენტებთან კონკურენციის და ზოგჯერ კრიტიკის ფორმატი აქვს, თუმცა, არის საკითხები, სადაც პარტნიორები არიან ყველა პარტნიორ ძალასთან და არა მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან".