მთავარი მიზანი შუამავლობა კი არა, კრიზისის განმუხტვაა მოლაპარაკების გზით. ჩემი აზრით, თუ ვინმეს აქვს მორალური და პრაგმატული ავტორიტეტი არა რომელიმე პოლიტიკური ძალის წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე, ჩვენი ლიეტვუელი მეგობრები არიან, რომლებიც ყველა კრიტიკიულ ვითარებაში, როგორც ამ მთავრობის, ისე წინა მთავრობის დროს, საქართველოს გვერდში ედგნენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში განაცხადა, სადაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ლიეტვუის სეიმის საგარეო კომიტეტის თავჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდნენ. როგორც ბოკერიამ განაცხადა, პავილინისი სრულად ინფორმირებულია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. თუმცა, ის შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს.