"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დღეს დაიკითხება. ბოკერია ჩვენებას თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 საათზე მისცემს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბოკერიას დაკითხვა წინა ხელისუფლების დროს უშიშროების საბჭოს მიერ თანხის არამიზნობრივ ხარჯვას უკავშირდება. ამასთან, დეპუტატი გამოკითხვაზე თავდაპირველად გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, მაგისტრი მოსამართლის ტანდასწრებით ჩვენების მიცემა ტავად გიგა ბოკერიას მოთხოვნა იყო.