"როდესაც ისეთ ექსტრაორდინალურ ნაბიჯს, როგორიც არის სუს-ის მიერ ჩანაწერის გასაჯაროება, არ მოჰყვება ნაბიჯები, ეს აღძრავს სერიოზულ კითხვებს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, პროკურატურის და სუს-ის მოტივაცია უნდა იყოს დანაშაულის აღკვეთა და შემდეგ პიარი. მოცემულ შემთხვევაში კი, ბოკერიას განცხადებით, ადგილი ჰქონდა მხოლოდ პიარ სვლას, რეაგირება კი არ ყოფილა. შეგახსენებთ სუსმა რამდენიმე დღის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილის სატელეფონო საუბარი გაავრცელა, რომელშიც ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ლიკვიდაციაზეა საუბარი. ამასთან მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დრომდე არ დაუკავებიათ, გამოძიების კითხვებს ის დღეს უპასუხებს.