"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ბიზნესმენ ლევან ვასაძეს "დეგრადირებულ კლოუნს" უწოდებს. როგორც ბოკერიამ მისი მისამართით ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საპასუხოდ განახცადა მთავარი პრობლემა არა ვასაძის განცხადებები, არამედ ისაა, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც სამოქალაქო მშვიდობის დაცვა არ შეუძლია.
ბოკერიამ ასევე ზოგადად განვითარებული პროცესებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს პროპაგანდისტული ოპერაცია, რომ თურმე უმცირესობის ელემენტარული უფლებების დაცვა, საფრთხეს უქმნის ტრადიციულ ინსტიტუტებს, რაც არის ტყუილი და სისულელე.