"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გიგა ბოკერია "რუსთავი 2"-ის მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადებას გამოეხმაურა. ბოკერია ხალვაშს ივანიშვილის მარიონეტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მისგან მსგავსი განცხადებები მოულოდნელი არ იყო.
ბოკერიას შეფასებით, ყველაფერი რაც რუსთავი 2-თან დაკავშირებით ხდება, ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას ემსახურება. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, ეს მოვლენები დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიას და ატმოსფეროს, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმს ვერ გადაარჩენს.