"ქართული ოცნება" ხმების მობილიზების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, სადაც მთაწმინდაზე საარჩევნო კლიმატი შეაფასეს და ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები გაახმოვანეს.
როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, "თბილისის მერიამ მთაწმინდაზე, 4 ლოკაციაზე მოხსნა შალვა შავგულიძის ბანერი".გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ხელისუფლება პატიმრობიდან გათავისუფლებული კრიმინალების მობილიზებით ცდილობს ამომრჩევლის დაშინებას.