ბიჭოთი ელაპარაკე შენს თანაფრაქციელებს. ვინ მოგცათ აქ ბაკქანალიის მოწყობის უფლება?- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრს გიგა ბუკიას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც გიგა ბოკერიამ ნათია თურნავას რამდენიმე კითხვა დაუსვა. ბოკერიამ თურნავას ჰკითხა ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს დეტალურად თუ ადევნებდა და მინისტრს პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ, საკუთარ დროში მოსთხოვა, თუმცა თურნავამ აღნიშნულ კითხვას პასუხი არ გასცა, რასაც ბოკერიას გაღიზიანება მოჰყვა.