“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია განცხადებას ავრცელებს. ოპოზიციონერი ლიდერი საკუთარი გუნდის წევრის ოთარ კახიძის მოსაზრებას ეხმიანება, რომელიც 20 ივნისის ღამის მოვლენებს უკავშირდება. როგორც გიგა ბოკერია წერს ოთარ კახიძემ ყველა აქცენტი ზუსტად დასვა. ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ წაყენებულ ბრალდებებსაც ეხმიანება და წერს, რომ მის მიმართ არსებული ბრალდებები სამართლებრივად აბსურდს, ხოლო პოლიტიკურად უტიფრობას წარმოადგენს. ბოკერია აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, რაც ივანიშვილს პროპაგანდას უადვილებს. შეგახსენებთ ოთო კახიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა სადაც 20 ივნისის მოვლენები რამდენიმე პუნქტით შეაფასა. ნიკა მელიას მოწოდებას პარლამენტის ეზოში შესვლის შესახებ კახიძე პროვოკაციულსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს.