"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გახარიას ყველა კითხვაზე მიეცა პასუხის გაცემის შესაძლებლობა, მას არ მიეცა შესაძლებლობა, რაც არის ივანიშვილის გუნდის ჩვევა, რომ კითხვებზე პასუხის მაგივრად სადღეგრძელოები დაიწყონ და დრო გაიყვანონ.
გიგა ბოკერია გამოეხმაურა უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებას, რომ პრემიერ-მინისტრს დამტკიცებამდე პარლამენტის მოსმენის დროს ფრაქციების ფორმატში, "ევროპული საქართველოს" სხდომის დროს პასუხების გაცემის საშუალება არ ეძლეოდა.