გიგა ბოკერია და ნინო ბურჯანაძე თაკო ჩარკვიანის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პასუხობენ - Palitra News

გიგა ბოკერია და ნინო ბურჯანაძე თაკო ჩარკვიანის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს პასუხობენ

2021-02-27 19:36:19+04:00

თაკო ჩარკვიანისთვის არაფერზე, არცერთ ბრალდებაზე სერიოზული პასუხი არასოდეს გამიცია“,- ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სტრატეგია აღმაშენებლის წევრის თაკო ჩარკვიანის დღეს გამოქვეყნებულ პოსტს. ბოკერიას თქმით ის ჩარკვიანის პოსტის სერიოზულად აღქმას არ აპირებს. ნინო ბურჯანაძის თქმით კი ვადამდელი არჩევნების მოპოვებამდე პირადად ის არავის უპირისპირდება თუმცა აღნიშნავს რომ პირები რომლებსაც თავშეკავების უნარი არ აქვთ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას და ნინო ბურჯანაძის შესახებ საუბრობს და მათ პოლიტიკურ გვამებს უწოდებს.