ივანიშვილის რეჟიმის სხვადასხვა წარმომადგენლის განცხადება, საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა, თუ როგორ თავხედ, უტიფარ, ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის საზიანო, მავნებელ რეჟიმთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის წევრების განცხადებები შეაფასა ყოფილ პრემიერ-მინისტრ, "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე.
როგორც ბოკერია აღნიშნავს, მმართველი გუნდის წევრები დღეს უკიდურესი აგრესიით აღწერენ გიორგი გახარიას, რომელსაც „სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მენეჯერად აცხადებდნენ“.